აშშ იუნესკო-ს ტოვებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იუნესკო-ში ოფიციალური შეტყობინება გააგზავნა იმის შესახებ, რომ ქვეყანა ორგანიზაციას ტოვებს. ინფორმაცია BBC ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ორგანიზაციას ისრაელის საწინააღმდეგო ქმედებებში სდებს ბრალს. დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ ორგანიზაციაში საფუძვლიანი რეფორმაა ჩასატარებელი.

აშშ-ს ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.

2011 წელს იუნესკო-მ პალესტინას სრული წევრის სტატუსი მიანიჭა, რასაც აშშ-ს პროტესტი და დაფინანსების შეწყვეტა მოჰყვა.