აშშ-ის ღია პირველობა :ფედერერიVSდელ პოტრო

 

ამერიკის ღია პირველობის 1/4  როჯერ ფედერერი  არგენტინელ   ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება.   ეს შეხვედრა უდავოდ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დღეს გასამართ მატჩებს შორის .

ზედიზედ ორი ხუთსეტიანი მატჩის შემდეგ, შვეიცარიელმა მიჯრით ორი მატჩი მოიგო სამ სეტში. მერვედფინალში   მან ფილიპ კოლშრაიბერი 6:4, 6:2, 7:5 დაამარცხა . მატჩის განმავლობაში კოლშრაიბერს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია, რაც ფედერერის კარგ თამაშზე მეტყველებს. თვითონ შვეიცარიელმა კი 7 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, 11 ეისი ჩააწოდა.

ფედერერისგან განსხვავებით დელ პოტროსთვის წინა მატჩი საკმაოდ რთული აღმოჩნდა . დომინიკ ტიმთან მატჩში დელ პოტრო უმწეოდ გამოიყურებოდა პირველი ორი სეტის განმავლობაში – სამხრეთამერიკელმა ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და უამრავი უნებლიე შეცდომაც დააგროვა, ავსტრიელს კი იდეალური თამაში ჰქონდა.

არგენტინელი თამაშის შეწყვეტასაც კი აპირებდა  ,მაგრამ  მე -3 სეტის შემდეგ  ტიმი ნაადრევად მოდუნდა და დაივიწყა დელ პოტროს საჩემპიონო ხასიათი.  არგენტინელმა  თავისი ჩაწოდება   გამოასწორა  და ინიციატივა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც არგენტინელმა მეოთხე პარტიაში ორი მატჩბოლი მოიგერია, ავსტრიელს თამაში სრულიად აერია და 3 საათი და 35 წუთი ბრძოლის შემდეგ დანებდა.

ფედერერი დელ პოტროსთან  პირად შეხვედრებში   დიდ უპირატესობას  ფლობს  16-5   . ბოლოს  ისინი ერთმანეთს მაიამი მასტრესზე  შეხვდნენ 1/16 ფინალში  და როჯერმა საკმაოდ მარტივად  2 სეტში   6:3, 6:4  გაიმარჯვა . 

ყველას ახსოვს 2009 წლის  ამერიკის ღია პირველობის ფინალი ,როდესაც  არგენტინელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერი 5 სეტიან  ბრძოლაში დაამრცხა  და  თავისი პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

,, მე ვფიქრობ რომ , დღეს ჩვენ სრულიად განსხვავებული ჩოგბურთელები ვართ”-  თქვა ფედერერმა  ATP- ს ვებ-გვერდზე.   ,, მისი ოპერაციის გამო , ვფიქრობ მისი  ბექჰენდი შეიცვალა   , ამიტომ ვფიქრობ, ეს დაპირისპირება სხვანაირი იქნება”

 

როგორ ითამაშეს  2017 წელს დიდი სლემის ტურნირებზე

დელ პოტრო

აუსტრალიის  ღია პირველობა: არ უთამაშია
საფრანგეთის ღია პირველობა : მესამე რაუნდი(მარეი)
უიმბლდონი : მე-2 რაუნდი (გულბისი)
ამერიკის ღია პირველობა : მეოთხედ-ფინალი (ფედერერი)

ფედერერი

აუსტრალიის  ღია პირველობა:  გამარჯვებული (დაამარცხა ნადალი)
საფრანგეთის ღია პირველობა : არ უთამაშია
უიმბლდონი : გამარჯვებული  (დაამარცხა ჩილიჩი )
ამერიკის ღია პირველობა : მეოთხედ-ფინალი (ფედერერი)

განვლილი გზა მეოთხედ-ფინალამდე

დელ პოტრო

R1: 6-4 7-6 7-6 ლააკსონენი
R2: 6-2 6-3 7-6 მენენდესი
R3: 6-3 6-3 6-4 ბაუტისტა აგუტი

R4: 1-6 2-6 6-1 7-6 6-4 ტიმი

ფედერერი

R1: 4-6 6-2 6-1 1-6 6-4 ტიაფო

R2: 6-1 6-7 4-6 6-4 6-2 იუჟნი
R3: 6-3 6-3 7-5  ლოპესი
R4: 6-4 6-2 7-5 კოლშრაიბერი

 

 

შეგახსენებთ ,რომ თამაში ჩვენი დროით დილას 4:15 საათზე დაიწყება.

ეხლა კი გთავაძობთ ხუთ საუკეთესო თამაშს  ფედერერსა და დელპოტროს შორის.

1.საფრანგეთის ღია პირველობა 2012 წელი .

ფედერერმა ,რომელიც 2 სეტით უკან იყო შეძლო თამაშის შემტრიალება და ნახევარ-ფინალში გავიდა  6-7(4), 3-6, 6-2, 6-0, 6-3.

2.ბაზელი 2012

ბაზელში დელ პოტრომ  ფედერერის დამარცხება  სამ ბრწყინვალე სეტში  მოახერხა  6-7(5), 6-4, 7-6(3)

3.ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012

შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაში , 2012 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე გამორჩეული იყო .  ფედერერმა თამაშის მოგება მაინც მოახერხა  3-6, 7-6(5), 19-17,

4. საფრანგეთის ღია პირველობა 2009  .

შვეიცარიელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ნახევარ-ფინალში   7-6(2), 3-6, 2-6, 6-1, 6-4.  ეს იყო  როჯერის ისტორიული გამარჯვება , რადგან  ამ წელს შეძლო საფრანგეთის ღია პირველობის მოგება  და კარირეული სლემის შესრულება  .

5. ამერიკის ღია პირველობა 2009 

ძალიან ემოციური დაპირისპირება .  არგენტინელმა 5 სეტიან ბრძოლაში დაამრცხა შვეიცარიელი ლეგენდა და თავისი პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო  3-6, 7-6(5), 4-6, 7-6(4), 6-2!

">