აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შტატები ფხენიანთან ომს არ აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შტატები ფხენიანთან ომს არ აპირებს. ამის შესახებ CNN-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კატინა ადამსმა განუცხადა.

აშშ-ს ჩრდილოეთ კორეისთვის “ომი არ გამოუცხადებია”, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული პრობლემა”, – თქვა კატინა ადამსმა.

დღეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ხომ განაცხადა, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეაომი ღიად გამოუცხადა, შესაბამისად “ჩვენ დავიწყებთ მათ ბომბდამშენებზე სროლას”.

“რადგანაც აშშ ომს გვიცხადებს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება მივიღოთ საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ვესროლოთ ამერიკულ ბომბდამშენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ჩვენ საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფებიან”, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ამის პასუხად პენტაგონში ამბობენ, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა რაიმე სახის პროვოკაციას შეეცდება, პენტაგონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

">