აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმა დარტყმებზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა. უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის საზღვრის მახლობლად დარტყმებისთვის“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 – დაშავდა.