აშშ, თურქეთის ოთხ მოქალაქეს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

თურქეთის  ეკონომიკის ყოფილ მინისტრისა და  სამი სხვა პირის მიმართ საბრალმდებო ოქმი მზადდება, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისადმი დაწესებული სანქციების უგულებელყოფაში ედებათ ბრალი, – ამის შესახებ  ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს.

ახალი ბრალდებები მნიშვნელოვნად აფართოებს აღნიშნული საქმის არეალს, რომელმაც უკვე მიიპყრო თურქეთის პეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირებისა და მისი არაფორმალური მრჩევლის, რუდოლფ ჯულიანის ყურადღება.

რუდოლფ ჯულიანს დიპლომატიური შუამდგომლობის მიზნით მიმართა ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეზა ზარრაბმა. ჯულიანი შეხვდა პრეზიდენტ ერდოღანს აღნიშნული საკითხის განსახილველად. მანამდე ერდოღანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ზარრაბის სამართლებრივი დევნის უკან გარკვეული ძალების “ბოროტი“ განზრახვები იმალებოდა.

პროკურორებმა რეზა ზარრაბს (რომელიც არის ოქროს დილერი და ფლობს თურქეთ-ირანის ორმაგ მოქალაქეობას) და მის თანამზრახველებს წაუყენეს ბრალი ირანში შვილობილი კომპანიებისა და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მილიონობით დოლარის ტრანზაქციების განხორციელებაზე.

საქმის ფარგლებში კიდევ ერთი ცნობილი სახე ფიგურირებს – მეჰმეთ ზაფერ ჩაღლაიანი (59), რომელიც გახლდათ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი 2011- 2013 წლებში და დღეს თურქეთის პარლამენტის წევრია.

მინისტრობის პერიოდში ჩაღლაიანი, ქრთამის სახით იღებდა ათობით მილიონ დოლარსა და საიუველირო ნაკეთობებს ზემოდხსენებული პირისა და ირანის მთავრობისთვის შესაბამისი არალეგალური მომსახურების გაწევისთვის, რითიც მან დააზარალა აშშ-ს ინტერესები.

ახალ საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ირანისა და თურქეთის ხელისუფლებების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ აღნიშნულ უკანონო ქმედებებში. რიგი თანამდებობის პირები კი ქრთამს იღებდნენ.

საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი, რომელიც უმეტესწილად თურქეთის ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, ჩართული იყო კორუფციული სქემების მეშვეობით ფულადი ტრანზაქციების განხორციელებაში, რომლის მიზანიც იყო ამერიკული რეგულაციების გვერდის ავლა და უცხოური ბანკების მოტყუება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა ბანკი “ჰალკბანკი“(Halkbank).

აღნიშნული საბრალდებო დასკვნის მომზადება დროში ემთხვევა თურქეთსა და ამერიკას შორის დაძაბულ ურთიერთობებს, რომლებიც ნატოს წევრი და სტრატეგიული პარტნიორები არიან. გასულ კვირას, პრეზიდენტმა ერდოღანმა მისი დაცვის სამი წევრის მიმართ წაყენებული კიდევ ერთი ბრალდება გააკრიტიკა, რომლებიც ვაშინგტონში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ივნისის თვეში იმავე სახის ბრალდება წაუყენეს კიდევ 12 თურქ დაცვის თანამშრომელს.

ერდოღანმა ასევე არაერთხელ მოითხოვა ამერიკის მთავრობისგან ფეთჰულლაჰ გიულენის თურქეთის მხარისთვის გადაცემა. გიულენი, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, არის მუსლიმი კლერკი, რომელსაც თურქეთის მთავრობა ბრალს დებს 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მომზადებაში.

ფეთჰულლაჰ გიულენი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო გადატრიალებასთან რაიმე სახის კავშირს და წინააღმდეგია მისი თურქეთში ექსტრადაციისა.

ზემოთ აღნიშნული პირების გარდა შემდეგ პირებსაც ბრალი წააუყენეს: სულეიმან არსლანი – ბანკის ყოფილი გენერალური მენეჯერი, ლევენთ ბალქანი – ბანკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, აბდულლაჰ ჰაფფანი –  ზარრაბის პარტნიორი.

პროკურორის განცხადებით, ოთხი ბრალდებული რომელებსაც ოთხშაბათს ბრალი წაეყენათ, აშშ-ს შესაბამის ორგანოების მიერ არ არიან დაკავებულნი.

რეზა ზარრაბის მტკიცებით, ის უდანაშაულოა. მისი ადვოკატი ბენჟამინ ბრაფმანი აღნიშნულთან საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: https://www.nytimes.com/2017/09/06/world/middleeast/turkey-charges-iran-sanctions.html?rref=collection%2Fsectioncollection%2Fmiddleeast

">