აშშ თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კვლავ იძაბება. ორივე ქვეყანამ ერთმანეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეწყვიტა. როგორც BBC წერს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლში აშშ-ს საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს. მას ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირების ქონაში ედება ბრალი.

ვაშინგტონის განცხადებით, თურქეთის ეს ნაბიჯი უსაფუძვლო და ორმხრივი ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. თურქული სააგენტო „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, დაკავებული თანამშრომელი თურქეთის მოქალაქეა.

როგორც BBC წერს ოფიციალური ანკარა და ვაშინგტონი ერთმანეთს პრაქტიკულად ერთნაირ ბრალდებებს უყენებენ. ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

არასაიმიგრაციო ვიზები ძირითადად ტურისტებზე გაიცემა ხოლმე, ასევე მათზე ვინც სამკურნალოდ სტუმრობს ქვეყანას, სასწავლებლად ან საქმეზე.

">