აშშ ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილრესონი.

„ტერორისტებმა მთელ მსოფლიოში უნდა იცოდნენ – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გიპოვონ და სასამართლოს წინაშე გაგებინონ პასუხი“, – განაცხადა რექს ტილერსონმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ ბარსელონაში მყოფ თავიანთ ახლობლებს და გაარკვიონ, არიან თუ არა ისინი უსაფრთხოდ.

 

">