აშშ ბინ ლადენის შვილს ეძებს

ოსა­მა ბინ ლა­დე­ნის შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 1 მლნ დო­ლა­რი და­ა­წე­სა. ცნობისათვის, ჰამ­ზა ბინ ლა­დე­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა „ალ ქა­ი­დას“ ლი­დე­რია.

30 წლის ჰამ­ზა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გლო­ბა­ლუ­რი ტე­რო­რის­ტე­ბის სი­ა­ში 2017 წლის იან­ვარ­ში შე­იყ­ვა­ნეს,

უმ­ცროს­მა ბინ ლა­დენ­მა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აუ­დიო და ვი­დე­ოგ­ზავ­ნი­ლე­ბიც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მხარ­დამ­ჭე­რებს და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმე­ბის მო­წყო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

მან განაცხადა, რომ 2011 წელს აშშ-ს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის მიერ მა­მა­მი­სის მოკ­ვლის გამო რე­ვანშს გეგ­მავს.

შეგახსენებთ, რომ ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი პა­კის­ტან­ში, აბო­ტა­ბად­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლეს.

ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი ჰამ­ზა ბინ ლა­დენს მა­მის ჯი­ჰა­დის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამ­გრძე­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

">