აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება

აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება
სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.
„შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი