ინდიან უელსის მეოთხედფინალში კარლოს ალკარასი (ესპანეთი) ალექსანდრ ზვერევს (გერმანია) დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:3, 6:1 დაამარცხა.
მატჩისას კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა.
კორტზე ფუტკრების შემოსევის გამო შეხვედრა დროებით შეწყდა. გთავაზობთ ვიდეოს.
შეგახსენებთ, ინდიან უელსის ნახევარფინალში კარლოს ალკარასის მეტოქე იტალიელი იანიკ სინერი იქნება. მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.