ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე:
,,არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო ამერიკის დაზვერვის ინფორმირებულობაში და ინფორმაციის სიზუსტეში, მაგრამ ჯერ მხოლოდ სანდო წყაროა და არა სანქციის ოფიციალური დასაბუთება ასე დავიწყებ. თუ კი ეს სიმართლეა, მაშინ ძალიან სამარცხვინო ფაქტია. ბელორუსის ლიდერის პრორუსულობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ის პუტინთან დიალოგში და ზოგჯერ ოპონირებაში წყვიტავს ბელორუსიის ბედს, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ ეს მის რანგზე მეტყველებს. ეს კი თურმე რუსეთის დაზვერვის მითითებებს ასრულებს და რეალობაში რომელიღაცა მესამეხარისხოვან განყოფილების, არც თუ გავლენიანი ჩინოვნიკის კურატორობის ქვეშაა. ჩინოვნიკი, რომელიც დღეს არის და ხვალ სხვა შეცვლის. ვინც რუსულ სპეცსამსახურების შიდა სამზარეულოში მეტნაკლებად ერკვევა, ხვდება, რომ ასეთი რანგირება უაღრესად დაბალი წონის და გავლენის მაჩვენებელია და ქვეყნის ლიდერისთვის ძალიან დამამცირებელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში არ მიკვირს, კოკოითის აგდებული ტონი და ცინიკური შეთავაზებები ოცნების მიმართ, იმიტომ რომ კოკოითის კურატორი-პატრონი შეიძლება თანამდებობით, წოდებით და გავლენით უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე ივანიშვილის.
პ.ს. რუსეთის დაზვერის შეფსაც კი, არა თუ რომელიმე ჩინოვნიკს არ შეუძლია მისცეს რომელიმე ქვეყნის ლიდერს არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია და მითუმეტეს არც მშვიდობის. ასეთ ბმებში არსებობს მხოლოდ დავალებები და ამ დავალებების კარგად შესრულების გამო მიღებული წახალისება შექების სახით. სერგო ორჯონიკიძე საქართველოს რომ ღალატობდა ახალი იმპერიის სათავეში კუთვნილ ადგილს იმყარებდა, ღალატს ტოლი ფასი დაადო. ოცნება კი ბითუმად ჩაბარდა რუსეთის დაზვერვის რომელიღაცა განყოფილებას, ყოველგვარი გარანტიების და ადეკვატური საფასურის გარეშე.
არ ვიცი როგორ შევაფასო ივანიშვილის და ოცნების “მოღვაწეობა”, გადაიმტერო ამერიკა, ევროპა და საკუთარი ხალხი ისე რომ არც ქვეყანაში გყავდეს საყრდენი ძალა და არც პუტინის თუ არა მისი გარემოცვის გავლენიანი პირისგან მაინც მყარი გარანტიები გიმაგრებდეს ზურგს უაღრესად დიდი სიბეცე მგონია.”