არ არის დეპრესიის დრო – ლევან გუბაზის ძე სანიკიძე

არ არის დეპრესიის დრო – ლევან გუბაზის ძე სანიკიძე
პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს! – წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება დაპირისპირებაში, შესაბამისად, ოპოზიციაში დეპრესიის დრო არ არის.
“პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს!
ეს არ ეხება მარტო ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიას – ყველას, ყველას გვეხება, ვისაც არ გვსურს მონობა. ჩვენ უმრავლესობა ვართ!
კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ არის გლადიატორების ბრძოლა.
უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება ამ დაპირისპირებაში.
ჩვენი რიგები უნდა გაიზარდოს, გაძლიერდეს. არ არის დეპრესიის დრო.
მჯერა, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროკავშირში, საქართველოში!” – წერს სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე