„არც ერთ კანდიდატს არ მინდა შევუშალო ხელი კამპანიაში, მაგრამ ერთერთს მინდა ვურჩიო, ნუ წამოწევს პლუსად გუდიაშვილს“

Weekend-ის მთავარი რედაქტორის მაია ჭალაგანიძის განცხადებით, „წარმატებული“ აქციების შემდეგ, გუდიაშვილის ბაღი ჩაბნელდა და გაუკაცრიელდა.

„არც ერთ კანდიდატს არ მინდა შევუშალო ხელი კამპანიაში, მაგრამ ერთერთს მინდა ვურჩიო ნუ წამოწევს პლუსად გუდიაშვილს. მოედანს, რომელიც 8 თუ 9 წლის წინ წარმატებით გააჩერა, რადგან შენების გაჩერება ცუდია.

8 თუ 9 წლის წინ იქ სიცოცხლე ჩქეფდა, ხალხი ცხოვრობდა, ბაღში ბავშვები თამაშობდნენ და უფროსები დომინოს ურახუნებდნენ.

„წარმატებული“ აქციების შემდეგ ჩაბნელდა ლამაზი ბაღი, გაუკაცრიელდა და ჩამყაყდა იქაურობა, იქცა ნაგვის ბუდედ და რა პონტშია ეს საარჩევნო პლუსი?

მართლა ვერ გავიგე, რა პონტში გადაარჩინეთ ეს მოედანი? რატომ მოგწონთ თავი – იქნებ კამპანიის დროს მაინც ჩამოიაროთ ამ ნანგრევებში და ახსნათ. მერე რა რო ცოტა ამომრჩეველია“, – წერს მაია ჭალაგანიძე „ფეისბუქზე“.

">