არქივი10 სექტემბერი, 2026, 01:20
"არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა.
„ნაპოლიმ“ სახლში „არსენალთან“ 0:1 მარცხი განიცადა. ნეაპოლურმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.
„სპორტინგმა“ შინ „გალათასარაის“ თამაში შემოუტრიალა და 3:1 გაიმარჯვა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - არსენალი 0:1
გოლი: ედეგორი (75)
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - გალათასარაი 3:1
გოლები: 0:1 ინასიუ (5, საკ. კარში), 1:1 კატამუ (27), 2:1 სუარესი (57, პენ), 3:1 სალასარი (63)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.