არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული ქ.შ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის თებერვალსა და ივნისში,  ქ.შ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ.ყ-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, ქ.შ. -მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით  რ.ყ-ს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, სხეულის არეში ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რის შემდეგაც  დაზარალებული წააქცია, შემდეგ კი თმებში ხელი მოჰკიდა და იატაკზე ათრევდა, რა დროსაც ფეხებს ურტყამდა და მოკვლით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა ქ.შ. 2018 წლის 5 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით-ორი ეპიზოდი, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია),  1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქ.შ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა ერთობლიობით  2  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

პატივისცემით,

">