„არასამთავრობო სექტორი ცოტა დაბნეულია“

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული, მისი განცხადებით, კანდიდატი უნდა იყოს პრინციპული, დამოუკიდებელი და მას უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშობის გამოცდილება.

სახალხო დამცველი უნდა იყოს დამოუკიდებელი, არაკომფორტული ხელისუფლებისთვის, უნდა ჰქონდეს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის და რაც მთავარია უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული. მე ვფიქრობ, საუკეთესო უნდა შეირჩეს. მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ცოტა დაბნეულია, იმიტომ, რომ ხან სამი კანდიდატი იყო, ხან – ოთხი“,-განაცხადა ნანუაშვილმა.

">