არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

არასამთავრობა ორგანიზაციებმა, ერთობლივი განცხადება გამაოქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან.

„24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით.

არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, სხვადასხვა კოალიციებისა და მოძრაობის უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით. ამ პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც თბილისში მოქმედი, ასევე რეგიონული ორგანიზაციების პოზიციები.

მისასალმებელია ასევე, სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია. ნინო ლომჯარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატებთან ერთად, გამოირჩევა პრინციპულობით, მაღალი კვალიფიკაციითა და კარგი რეპუტაციით. იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს, რაც გაზრდის სახალხო დამცველის ლეგიტიმაციას.

კავშირი „საფარი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; სამოქალაქო განვითარების სააგენტო ;სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ფონდი ღია „საზოგადოება საქართველო“; კონსტიტუციის 42-ე მუხლი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

">