„არანაირი ინფორმაცია არ არსებოს ქართველებზე, რომლებიც უმოწყალოდ გაიტაცეს“

რამდენიმე საათში ფოთში უკრაინიდან ბორანი შევა, სადაც შესაძლოა, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით,  ხელისუფლების სირცხვილია, ის, რომ არ ინტერესდება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ბედით.

„სამწუხაროდ ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებოს ქართველებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ უმოწყალოდ გაიტაცეს უკრაინის ძალოვანებმა და მათი ადგილსამყოფელის დადგენაც კი ვერ ხდებოდა. მათ შესახებ ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუმცა კონკრეტული ხელჩასაჭიდი, ან როდის ჩამოიყვანენ მათ საქართველოში, ან როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით არ გვაქვს და ჩვენც ველოდებით. ეს არის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი, რომ არ ინტერესდება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

 

 

">