ანჯელინა ჯოლი “Harper’s Bazaar-ის” გარეკანზე

ამერიკელი სელებრითი ჟურნალის Harper’s Bazaar-ის  150 წლის საიუბილეო ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა. 42 წლის ვარსკვლავი ფოტოებში შეუდარებლად გამოიყურება. თუმცა მკითხველს არა მხოლოდ ნამიბიის უდაბნოში მოწყობილი ფოტოსესიის საოცარი კადრები ელის, ასევე ჯოლის შთამაგონებელი ესსე მშვიდობაზე.

ესსეში მსახიობი და მშვიდობის ელჩი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მათ შორის, რას ნიშნავს სამშობლო, როგორი გავლენა აქვს ადამიანს გარემოზე, გარემოსა და ქალთა უფლებებს შორის კავშირი. საბოლოო ჯამში, ჯოლი მკითხველს უამბობს რა ასწავლა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ.