მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, 33 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“მადლობა ყველა მოგონებისთვის, ეს ჩემი ცხოვრების შესანიშნავი თავი იყო. ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ”, – დაწერა გრიზმანმა სოციალურ ქსელში.
გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჯამში 137 მატჩი გამართა, თავი კი 44 გატანილი გოლით გამოიჩინა, იგი საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.
ანტუანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.