ანდრიაძის განცხადებით პრეზიდენტმა 2016-2017 წლებში მოქალაქეობა საქართველოს მტრებს მიანიჭა

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს. ანდრიაძის განცხადებით, 2016-2017 წლებში პრეზიდენტმა მოქალაქეობა საქართველოს მტრებს მიანიჭა.

„სამწუხაროდ ეს ადამიანები, მისი მეგობრები, მათ ორგანიზაციებიც აქვთ, ღიად, საჯაროდ ამბობენ, რომ ლაზი არ არის ქართველი, მეგრელი არ არის ქართველი. ქართველები არან დამპყრობლები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს განიხილავენ, როგორც ქართული მხარის მიერ წარმოებულს. ეს არის ღია და აშკარა, ამ ადამიანს მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა.

ეს უკვე ცინიზმში გადადის, იმიტომ, რომ ეს ხალხი თურქეთში ერთმანეთს ხვდება და ის მტრული განწყობის ადამიანი ამათ დასცინის და საქართველოს პასპორტით დადის. ხოლო საქართველოზე გულანთებული ლაზები აქედან კარებმიჩახუნებულები არიან.

რატომ არ მიანიჭა იმ 17 ლაზს მოქალაქეობა, რომელსაც ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და პიროვნებები უწევდნენ რეკომენდაციას?“, – განაცხადა ანდრიაძემ.

">