ანდრეი მაკარევიჩი: ყირიმი იყო ბერძნულიც, ბიზანტიურიცა და თურქულიც …

ჯგუფ «Машина времени»-ს ლიდერმა, ანდრეი მაკარევიჩმა ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ  ყირიმის კუთვნილებასთან დაკავშირებით  ისაუბრა.

ინტერვიუში მაკარევიჩმა განმარტა, თუ რატომ მიაჩნია ყირიმი უკრაინის ნაწილად.

მუსიკოსმა უარყო მოარული ხმები, რომ თითქოს აღნიშნული პოზიციის იმპულსი დაკავშირებულია ყირიმში მისი ბიზნესის დაკარგვასთან. მან აღნიშნა, რომ არასოდეს ყოფილა დაკავებული ბიზნესიყირიმის ტერიტორიაზე. ასევე დასძინა, რომ არსოდეს ჰქონია შეხება ისეთ “ცუდ ღვინოსთან”, სახელწოდებით “ანდრეი მაკარევიჩი”. მუსკიოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღვინის გამოშვებით “თაღლითები” არიან დაკავებულები.

“თუ ვისაუბრებთ ყირიმზე, მე ამ ისტორიის წინააღმდეგი ვარ მხოლოდ უბრალო მიზეზის გამო: ყველა ეს მსჯელობა იმის შესახებ თუ ისტორიულად ჩვენია ან არ არის ჩვენი – უშედეგო დემაგოგიაა” – მიაჩნია მაკარევიჩს.

მაკარევიჩმა განაცხადა, რომ ცნება “ისტორიული” შეიძლება მოიცავდეს როგორც 50 წელს, ასევე 2 500 წელსაც.

“მაშინ ჩვენ მივხდებით, რომ ყირიმი იყო ბერძნულიც, ბიზანტიურიცა და თურქულიც. ვისი არ იყო … და მოდით ახლა მათი უფლებებიც აღვადგინოთ. და იქნებ უცებ ბერძნება თქვან: ” ჩვენ აქ ოქროს საწმისისთვის ვიყავით”.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში ყირიმში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც რეგიონის მოქალაქეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. უმრავლესობამ რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

წყარო: riafan.ru

 

 

">