ანა დოლიძე: ეს ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ის კანონპროექტები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეხება  თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას.

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეხება ორ საკითხს, ეს არის თვითმმართველობის სფეროში შვიდი თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევა და არჩევნების სფეროში, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას.

ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას გასდევს ერთი მთავარი ხაზი და ეს ხაზი არის, რომ ის აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად „ოცნების“ მიღწევების, რომელიც მან განახორციელა 2013-2014 წლებში“,-განაცხადა დოლიძემ.

">