ანალენა ბერბოკი – გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება რუსეთის საიმედოდ შეკავების საშუალებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში -ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც ს პრეზიდენტ ს წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება.
„იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, – წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში.
ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ.
მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, „რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეების განმავლობაში ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი განიცადეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება