“ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს” – გვარდიოლა “სლოვანთან” გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “სლოვანის” (4:0) მატჩის შემდეგ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, მას მანჩესტერულ კლუბში მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
“ჩვენი საქმე გავაკეთეთ. დიდებული გუნდი გვყავს, უამრავი შანსი შევქმენით და 3 ქულა ავიღეთ.
მეტოქე თავს კარგად იცავდა, თუმცა მას შემდეგ რაც წინ ორბურთიანი სხვაობით გავედით, ყველაფერი გაგვიმარტივდა.
ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს, ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა”, – განაცხადა გვარდიოლამ.