“ამომავალი ვარსკვლავი” – ანა ნაცვლიშვილის ოჯახი, ცხოვრების სტილი და შთამბეჭდავი ფოტოები – Marao

დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს.
ამჯერად ანა ახალ კადრებს გვიზიარებს, მისი სტილი კი დიდ მოწონებას იმსახურებს:

ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებენ. ყოფილ მოდელს ახლა საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს და უკვე არაერთ ცნობილ ქართველ მოდელს გაუკვალა გზა.
ნინო ცქიტიშვილი ოთხი შვილის დედაა. მის უფროს ქალიშვილ თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წარმატებული მოდელი წლებია, რაც არაერთი ცნობილი დიზაინერის ჩვენებებში მონაწილეობს. მეორე შვილი გუგა ნაცვლიშვილი მამის კვალს გაჰყვა და კალათბურთელია.
წყვილის მესამე შვილი ანა ნაცვლიშვილი ძალიან ჰგავს მამას და დის მსგავსად, მოდის სფეროში იკვალავს გზას. უმცროსი ანდრია წყვილს 2016 წელს შეეძინა.
ანა ნაცვლიშვილი უკვე მონაწილეობს გადაღებებში და გოგონას მოდის სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
როგორც ირკვევა, ანა შეყვარებულია და მისი რჩეული ცნობილი ოფთალმოლოგის, გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის ვაჟი – სანდრო ჩიჩუაა. ანა და სანდრო გრძნობებს არ მალავენ და “ინსტაგრამზე” ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ასევე დაგაინტერესებთ