ამერიკული სამხედრო გემი ნავთობის ტანკერს შეეჯახა

აშშ-ს სამხედრო გემი USS John S McCain-ი და ნავთობის ტანკერი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევა სინგაპურთან მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკული ხომალდი პორტში შესვლად აპირებდა. BBC-ის ინფორმაციით, შეჯახებისას 10 სამხედრო დაიკარგა. ამჟამად მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციაში აშშ-ს, სინგაპურისა და მალაიზიის სამხედროები მონაწილეობენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკული სამხედრო გემი, სავაჭრო გემს ეჯახება.

 

">