ამერიკული მედია ტრამპის ადმინისტრაციაში დაძაბულობისა და უთანხმოების შესახებ წერს

ამერიკული მედია ტრამპის ადმინისტრაციაში დაძაბულობისა და უთანხმოების შესახებ წერს. განსაკუთრებით ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერს ეხებათ.

Reuters-ის ინფორმაციით რექს ტილერსონმა მეგობარს განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სავარაუდოდ მხოლოდ ერთი წლით გაჩერდება. კიდევ ორი წყაროს ინფორმაციით, მაკმასტერი გაღიზიანებულია თეთრ სახლში დისციპლინის ნაკლებობით კონკრეტულ საკითხებისადმი.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ტილერსონი ნაწყენია იმის გამო, რომ მას არ გააჩინა შესაბამისი დამოუკიდებლობა მართოს საკუთარი დეპარტამენტი ისე, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე. მან შეძლო აშშ-ს ხელისუფლების დათანხმება იმაზე, რომ ირანი, ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით, 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა, ტილერსონი გააღიზიანა თავად ტრამპისა და მისი მთავარი სტრატეგის სტივ ბენონის განცხადებებმა ამ შეთანხმების არაეფექტურობის შესახებ.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ტილერსონი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის სტაფს არ უნდა შეეძლოს კაბინეტის წევრების საწინააღმდეგო საჯარო განცხადებების გაკეთება.

მსგავსი შემთხვევა მოხდა კატართან დაკავშირებითაც. როდესაც 6 არაბულმა ქვეყანამ კატარს ბლოკატა გამოუცხადა, ტილერსონმა ქვეყნებს საჯაროდ სთხოვა, რომ ბლოკადა შეემსუბუქებინათ. თხოვნის შემდეგ 90 წუთში ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კატარა ტერორიზმს აფინანსებდა.

მაკმასტერი კი გაღიზიანებული იმით, რომ მისი და რუსეთის საკითხებში მისი უფროსი თანაშემწის ფიონა ჰილის პოზიცია, რომ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან მკაცრი პოზიცია დაეკავა, ყურადღების მიღმა დარჩა.

">