ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობის ახალი დეტალები ხმაურდება

CNN-ის ცნობით, კონგრესის იურიდიული კომიტეტი იძიებს დაახლოებით 2016 წლის ივნისის თვით დათარიღებულ ელექტრონულ წერილს, რომლითაც ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რიკ დიბორნი ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებას.

წინასაარჩევნო პერიოდში დიბორნი ტრამპის მრჩეველი და კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მიუხედავად იმისა რომ დიბორნის წერილის ბევრი დეტალი ჯერჯერობით უცნობი და ბუნდოვანია, თვითონ წერილის არსებობა, სადაც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი  ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტთან კავშირის დამყარებას ცდილობს, ბევრ კითხვას ბადებს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმავე პერიოდში ტრამპის შვილის შეხვედრას კრემლთან დაახლოებულ პირებთან, ჰილარი კლინტონზე განხორციელებულ კიბერშეტევას და ა.შ.

">