ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიასთან ბრძოლაში ვიტამინი C ეფექტურია

ექსპერტება დაასკვნეს, რომ  ვიტამინი C  ლეიკოციტებში TET2 გენის აქტივობას აღადგენს, როცა ის ლეიკემიის დროს თითქმის ნახევრად დაქვეითებულია ნორმალურ ფიზიოლოგიურ დონესთან შედარებით. სწორედ ეს პათოლოგია გახლავთ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ამრავლებს.

ამ დასკვნამდე მკვლევარები თაგვებზე ჩატარებული ცდების შედეგად მივიდნენ. მღრღნელებს 24 კვირის განმავლობაში ვიტამინის მაღალ დოზას აძლევდნენ.შესაბამის კვლევას New Scientist აქვეყნებს.

">