ამერიკელების ნდობა მედიისადმი იზრდება, ხოლო ტრამპისადმი – მცირდება

ამერიკელების ნდობა მედიის მიმართ იზრდება, მაშინ როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის ფარგლებში 14 300 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად პრესას ამერიკელთა 48% ენდობა. წინა წლის შესაბამის პერიოდში კი გამოკითხულთა მხოლოდ 39% ენდობოდა მედიას.

იგივე გამოკვლევის თანახმად ტრამპის ადმინისტრაციასაც გამოკითხულთა 48% ენდობა, თუმცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 52%-ი იყო.

/</a></iframe>