ამაღლების ქუჩაზე სახლს კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა

მთაწმინდაზე, ამაღლების ქ. N1-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.
ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. ასევე, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლების საძირკველი გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარების დამუშავება კი სპეციალური მასალით მოხდა.
საცხოვრებელ სახლში 16 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში 974 377 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ