“ვერ ვიგებ, რატომღა დავიტანჯეთ ასე, თუ ისევ რუსეთის კლანჭებში უნდა ჩავეგდეთ ამ ხელისუფლებას”, – ამბობს ერგნეთში “აგვისტოს ომის მუზეუმის” დამფუძნებელი ლია ჩლაიძე. მუზეუმი მან USAID-ის დახმარებით, საკუთარი სახლის სარდაფში გახსნა. ექსპონატებს შორის აწ გარდაცვლილ ომის შემსწრეთა უნიკალური მოგონებებიცაა.