„ამათ უნდათ, რომ თაფლი წამისვან და დამხრუკონ მზეზე“ – მუხრან ბურჭულაძემ შიმშილობა დაიწყო

„ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა თბილისის პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლა სცადა, რასაც სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს. მუხრან ბურჭულაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აპროტესტებს. ბურჭულაძემ დღეს შიმშილობა დაიწყო და მმართველ გუნდს მიმართა, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, ოპოზიციის მოთხოვნები გაითვალისწინოს.

„მე დავიწყე დღეს შიმშილობა და კონკრეტული მოთხოვნები წავუყენე როგორც პარლამენტს, ასევე ქართულ ოპოზიციას. თქვენ ხედავთ, რომ კარავს არ მაშლევინებენ, ამათ უნდათ, რომ თაფლიც კი წამისვან და დამხრუკონ მზეზე, თუმცა მე ჩემ პროტესტს ნამდვილად ვერ შევწყვეტ, ვიჯდები აქ და ვიშიმშილებ. არ გამაწყობინეს კარავი უკანონოდ, ვერ წარმომდგინეს კონკრეტული კანონი, რის საფუძველზე მიზღუდავენ ამ უფლებას“,-განაცხადა ბურჭულაძემ.

 

">