ალ პაჩინო რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ დრამაში

კომპანია HBO კინომოყვარულებს ახალ საინტერესო ფილმს სთავაზობს, რომელიც რეალურ მოვლენებზე იქნება დაფუძნებული. დრამა სახელწოდებით Paterno რომელშიც მონაწილეობას ლეგენდარული ალ პაჩინო იღებს. მსახიობი ანსახიერებს ჯო პატერნოს, რომელიც აშშ-ს საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ის სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვა.

კერძოდ, გახმაურებული სექსუალური სკანდალის დროს, პატერნოს ბრალი ედობოდა გარკვეული დეტალების დამალვაში. ჯერი სანდესკის სექსუალური სკანდალი საკმაოდ რეზონანსული მოვლენა იყო იმ პერიოდში და მაყურებელს ნამდვილად საინტერესო და დაძაბული სანახაობა ელოდებათ.

გარკვეული დასკვნების გამოტანა ახლად გავრცელებული თრეილერიდანაც შესაძლებელია. გარდა იმისა რომ ფილმში თვით ალ პაჩინო მონაწილეობას, ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ცნობილმა რეჟისორმა ბარი ლევინსონმა გადაიღო. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 7 აპრილს შედგება.

">