“სვანეთში ბიტკოინ ქარხნებისთვის დენს უფასოდ ვაწვდით.
სვანეთში ბიტკოინ ქარხნებისთვის დენს უფასოდ ვაწვდით.
სვანეთში ბიტკოინ ქარხნებისთვის დენს უფასოდ ვაწვდით.
სვანეთში ბიტკოინ ქარხნებისთვის დენს უფასოდ ვაწვდით.
და ტყუპები სანთლის შუქზე ცხოვრობდნენ.
ყველა ჩვენი სული სასწორზე იწონება ამ ცხოვრებაში თუ არა, შემდეგში მაინც,” – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო ასათიანი.
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით, გაჩნდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, დედას მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა და ბავშვები ხშირად რჩებოდნენ მარტო. ხანძრის დროს უფროსმა და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო. ექვსი წლის ტყუპები კი ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილები დახვდათ.