ალექსანდრე ელისაშვილი

ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 17 იანვარი, 1970 (47 წლის)
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით.

1996 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად ჯერ გაზეთებში, შემდეგ-სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელეკომპანიაში; 2008 წლიდან ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშრომელია. 2013 წლის ნოემბრში დაინიშნა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ; 2014 წლიდან თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  საბურთალოს  რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის  კომისიის წევრი; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო “თავისუფლების” პროექტი. – თბ.,.- 2014.-გვ. 318

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქალაქზე მზრუნველთა არასამთავრობო გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი”, დამფუძნებელი (2006-)