ალეკო ელისაშვილმა ავლაბარში ადგილობრივ მოსახლეობასთან და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ელისაშვილი ამბობს, ავლაბარში რამდენიმე სკვერია და აქედან ერთ-ერთი ქურხულის ქუჩაზეა, რომელიც ახლა შუაზე გაიყო და სკვერში სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს.

„ავლაბარში რამდენიმე სკვერია სულ, ახლა ქურხულის ქუჩაზე გაყვეს სკვერი შუაზე და დაიწყო სასტუმროს მშენებლობა, ეს არის ბარბაროსობა, მერიაში ნარმანიას მერიაში კარგად იციან რომ ბოლო დღეები აქვთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ. მოვითხოვ, რომ ადგილის ჩანაცვლება მოხდეს მესაკუთრესთან და აქ – ქურხულის ქუჩაზე აღდგეს სკვერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

">