ალეკო ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები

“საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები,“ – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან არ წასულა.

„პოლიტიკიდან არსად წავსულვარ. ერთი შეხედვით, ზედაპირული კაცის შთაბეჭდილებას რომ ვტოვებ, ვიცი, მაგრამ პოლიტიკას ძალიან სერიოზულად და სიღრმისეულად ვუყურებ, ამ საქმეში სათამაშოდ არ ვარ შესული.

გუნდი, რომელიც შემოკრებილი მყავდა, არ დამიკარგავს. თებერვლიდან ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებ გააქტიურებას. ორგანიზაციული პოლიტიკური ფორმით ვიქნები პოლიტიკის მონაწილე,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

 

">