ალეკო ელისაშვილი : „ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც პრიორიტეტი ადამიანებს მიენიჭებათ და არა მანქანებს“

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა   კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა  ახმეტელის მეტროსთან საკუთარ პროგრამა წარადგია . ელისაშვილმა ,  შეხვედრა სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენით დაიწყო.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქალაქში საცობების, პარკინგის და გადაადგილების პრობლემის მოგვარება ევროპაში 40 წლის წინ გამოცდილი მეთოდით არის შესაძლებელი, რაც ეფექტური მუნიციპალურ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შექმნას გულისხმობს.

კანდიდატის თქმით, გზების განტვირთვა შესაძლოა მეტროს მეტი დატვირთვით მოხერხდეს. ელისაშვილის გათვლებით, მეტროპოლიტენს ამჟამად დღეში 280 ათასი მგზავრი გადაჰყავს. საბჭოეთის დროს 520 ათასი გადაჰყავდა. დღეს მატარებლებს შორის შუალედი დაახლოებით 4 წუთია. მეტროპოლიტენს აქვს რესურსი ეს შუალედი წუთნახევრამდე შეამციროს. ამისთვის 7 ვაგონის დამატებაა საჭირო. ამისათვის კი ძველი ვაგონების შესაკეთებლად მხოლოდ 26 მილიონი ლარის გამოყოფა საკმარისია. სამაგიეროდ, მეტროპოლიტენი 230 ათასით მეტი მგზავრის გადაყვანას შეძლებს, რაც საავტომობილო გზების 60 ათასი აბტომობილისგან განტვირთვას ნიშნავს. შესაბამისად, ნაკლები იქნება გამონაბოლქვიც, – მიიჩნევს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

ცხადია, ელისაშვილი პარკინგის პრობლემასაც შეეხო.

“პირველი, რა გადაწყვეტილებასაც გამარჯვების შემთხვევაში მივიღებ, საყოველთაოსიძულვილგამოწვეული და დამსახურებული C.T.Park-ის გაშვებაა. ახალი კომპანიისთვის კი მთავარი პირობა არა მძღოლების ძარცვა, არამედ პარკინგის მოწესრიგება იქნება.“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსნებთ ,რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

">