ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილისაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე იმყოფება. ივანე ნორაკიძემ პოლიციას გუშინ მიმართა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს აუცილებლად იმიტომ, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ვიდეო, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ალექსანდრე ელისაშვილის დისკრედიტაციას, მისი მხარდამჭერების მოტყუებას, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რადგან ამომრჩეველი, რომელიც ხელს აწერდა ამ ბლანკზე, შემდგომ აღარ მიდიოდა ალექსანდრე ელისაშვილის შტაბში და აღარ აწერდა მის ნამდვილ ბლანკზე ხელს, რითაც ერთი მხრივ, ამომრჩევლის ნებაზე ხდებოდა ზემოქმედება და ის ტყუვდებოდა, ხოლო მეორე მხრივ, კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი კარგავდა ხელმოწერებს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნებსი მონაწილეობისთვის“,-განაცხადა ნორაკიძემ.

ელისაშვილი-300x225.jpg" alt="" width="369" height="277" srcset="https://news.ge/wp-content/uploads/2017/08/ალეკო_ელისაშვილი-300x225.jpg 300w, https://news.ge/wp-content/uploads/2017/08/ალეკო_ელისაშვილი.jpg 740w" sizes="(max-width: 369px) 100vw, 369px" />

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა პოლიციას მიმართა

სოციალურ ქსელში  27 აგვისტოს,  გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა პოლიციას მიმართა. ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი მოქალაქეები ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერას ითხოვენ. ელისაშვილი ითხოვს მოხდეს ამ პირების იდენტიფიცირება, მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

„ეს არის ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა და ერთბაშად რამდენიმე მუხლი არის და ჩვენი შტაბი მივმართავთ სამგორის პოლიციას, რომ აღძრან საქმე ამასთან დაკავშირებით და მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ვითომ სახეს არ აჩენენ. წინასწარ, ძალიან უნიჭოდ დადგმული რეჟისურა იყო აშკარად, მოახდინონ ვიდეოკამერებით იდენტიფიცირება და მე ვარ ღრმად დარწმუნებული და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ესენი სინადვილეში იყვნენ „ქართული ოცნების“  ახალგაზრდა აქტივისტები“,-განაცხადა ელისაშვილმა.

">