აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ავიაციის პარალელურად, ისევე, როგორც სამეგრელოსა და იმერეთში, გურიის რეგიონში მუშაობს  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია.

გურიის რეგიონში მიმდინარე საავიაციო წამლობასურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრნენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და გატარებული სამუშაოების შედეგად მავნებლის გეოგრაფია არ გაზრდილა და არსებულ საზღვრებში ლოკალიზება მოხერხდა. მავნებლის პოპულაციის შემცირების მიზნით ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.

გურიაში ავიაციის გამოყენებით იწამლება საყანე ფართობები და პარალელურად გაგრძელდება ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მავნებლის პოპულაცია შევამციროთ. ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას ჩართულობისკენ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში,  გურიაში 17 ათას ჰექტარზე მეტი  ფართობია  შეწამლული,“ – განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

სურსათის საავიაციო შეწამვლითი სამუშაოები დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება.

">