ავღანეთში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში 6 აგვისტოს გადმოასვენებენ

ავღანეთში გარდაცვლილ უმცროს სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს გადმოასვენებენ. ამის შესახებ news.ge-ს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, სტაბილურად მძიმეა თავდასხმის შედეგად დაშავებული სამხედროს მიხეილ გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმციით, უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.

">