ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე გამოქვეყნებული ყალბი განცხადებები და მოქალაქეებისგან მითვისებული ნახევარ მილიონზე მეტი – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე, ყალბი განცხადებები გაავრცელა. მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა და მიიმალა.
სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ და ვიღებთ ბრიუსელიდან, აშკარად სცდება მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებას – აღარაფერს ვამბობთ იმ დამოკიდებულებაზე, რაც კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს