ავიაკომპანია Lufthansa-მ გაკოტრებული კონკურენტის Air Berlin-ის აქტივები შეიძინა

გერმანულმა უმსხვილესმა ავიაკომპანიაLufthansa- მთავისი გაკოტრებული კონკურენტის Air Berlin-ის აქტივების დიდი ნაწილი შეიძინა. ამის შესახებ Euronews-ი  წერს .

შეგახსენებთ,რომ მანამდე Lufthansa-ს გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპორმა განაცხადა, რომ კომპანია 81 თვითმფრინავის შეძენას და Air Berlin-ის 3000 თანამშრომლის სამსახურში აყვანას გეგმავს. ამისთვის კი ნახევარი მილიონი ევრო გამოიყოფა. შპორის თქმით ის იმედოვნებს, რომ ამ შეთანხმებას ევროკავშირი მხარს დაუჭერს.

ავიაკომპანია Air Berlin-მა გაკოტრების შესახებ აგვისტოში განაცხადა.. ის ფრენებს 150 მიმართულებით ასრულებს. კომპანიას ყოველ წელს, დაახლოებით 30 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.