“ადმინისტრაციულ ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსები უწყებების ძირითადი ფუნქციების დამატებით დაფინანსებაზე მიიმართება”

ოპტიმიზაციის პროცესი თუ ვინმეს იმდაგვარად ესმის, რომ ეკონომიის შედეგად თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში წამოვა, ეს ასე არ იქნება – ხარჯები სამინისტროებში არ მცირდება, – ეს განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას საქართველოს პარლამენტში გააკეთა.  ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ მოხდეს ზედნადებების და ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები ამ უწყებებშივე დარჩეს და მოხმარდეს იმას, რომ მათ საკუთარი ფუნქციები შეასრულონ. მაგალითად, თუკი ეს არის გარემოს დაცვის მიმართულება, ეს თანხა ტყისმცველების რაოდენობის გაზრდას მოხმარდეს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, გამოთავისუფლებული თანხებით მოხდეს პატრულის უკეთ აღჭურვა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

">