ადიგენის რაიონში ხანძარი გაჩნდა

ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე ხანძარია. ადგილობრივებმა დაკვამლიანება საღამოს შენიშნეს.მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით , ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფია გასული და დამატებითი ინფორმაცია სპეციალისტების ხანძრის კერასთან მისვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

">