დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის საქმეზე სახალხო დამცველს მიმართავს

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის საქმეზე სახალხო დამცველს მიმართავს. ადვოკატი ომბუდსმენს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. გაბუნია შსს-ს გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ დევდარიანის წინაღმდეგ შევიწროების კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებოს.

„არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზვიად დევდარიანის მხრიდან თუნდაც სექსუალური შევიწროების ფაქტს, არ დასტურდება. ორმა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც გაიმყარეს თავისი პოზიცია, მათ შორის არის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ერთ-ერთი ამბობს, რომ ამის მერე მე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დამეწყო, ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად, ეს ექსპერტიზის დასკვნა არის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, რომელიც აბსოლუტურად აბათილებს ამ ექსპერტიზის დასკვნას. სახალხო დამცველზე ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს წნეხი, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ის სწორ დასკვნას დადებს. მოვუწოდებთ ომბუდსმენს, რაც შეიძლება სწრაფად დადოს დასკვნა, რომ ნათელი მოეფინოს ამ საქმეს“,-განაცხადა გაბუნიამ.

">