ადან სანდლერი და კრის როკი ახალ კომედიაში

კომპანია ნეთფლიქსმა თავისი ახალი კომედიური ჟანრის ფილმის The Week Of-ის ახალი ფოტო და პირველი თრეილერი.

ამ ნამდვილად სახალისო ფილმში ადამ სანდლერი და კრის როკი მონაწილეობენ და ეს მათი მეექვსე ერთობლივი ნამუშევარია. შეგახსენებთ, რომ სანდლერმა 2014 წელს ნეთფლიქსთან ხანგრძლივი ხელშეკრულება გააფორმა და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე პროექტს განახორციელებს ამ შეთანხმების ფარგლებში.

ახალი კომედია ორი მამის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შვილებიც დაქორწინებას აპირებენ. ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ცდილობს დამეგობრებას, თუმცა ეს მარტივი არ იქნება და ქორწილამდე დარჩენილი დღეები ძალინ გრძელი იქნება და სასაცილო მოვლენებით სავსე. ფილმის გამოსვლა მიმდინარე წლის 27 აპრილს არის დაგეგმილი, მანამნდე კი იხილეთ უახლესი თრეილერი.

 

 

 

 

">