მადონას ბრედ პიტთან სექსი ესიზმრება

  • 09 ოქტომბერი 2013, 16:00
  • 2455

მადონა სენსაციურ აღიარებას აკეთებს. ნიუ-იორკში ისტორიული ფილმის „12-წლიანი მონობის“ პრეზენტაციის დროს პოპ-დივა გამოტყდა, რომ სიზმრებში ბრედ პიტთან სექსზე ოცნებობს.

აღმოჩნდა, რომ 55 წლის მომღერალს არაერთხელ დასიზმრებია ეროტიული სცენები ბრედ პიტთან ერთად.

„მაპატიე ანჯელინა, ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მესიზმრებოდა, თითქოს მე და ბრედს ერთობლივი შესანიშნავი ოჯახი გვაქვს. რა თქმა უნდა იყო საწოლის სცენებიც“, - აღნიშნა მადონამ.

უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტის მეუღლეს ანჯელინა ჯოლის მადონას ამ აღიარებაზე.

პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით აღიარება გააკეთა თავად პრედ პიტმაც. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის თქმით, იმის გამო, რომ ის მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს, ხშირად მეუღლესთან სიახლოვისთვის სასტუმროების მომსახურებას მიმართავს.

„ჩვენ ძველ დროში ვბრუნდებით, რომელიც მხოლოდ მე და ანჯელინას გვეკუთვნის - ჩვენი გადამრჩენელი სასტუმროებია,“ - ამბობს ბრედ პიტი.

სხვა სიახლეები